ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზუგდიდის სამ სოფელში ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ჯიხაშკარში, ყულიშკარსა და ალერტკარში ბუნებრივი აირის აბონირება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გუშინ ბუნებრივი აირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პირველად აანთეს სოფელ ჯიხაშკარში, შენგელიების მრავალშვილიან ოჯახში.
„ჯიხაშკარში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ. ზუგდიდის 48 სოფლიდან 46 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ ორ სოფელში კი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.