ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რისთვის გაიმეტა მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ? – სოფელში დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ

მარტვილში, მეზობლის დახმარებაზე უარის თქვა 60 წლის მამაკაცს სიცოცხლის ფასად დაუჯდა – სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ადგილობრივები მარტვილში სოფელ აბედათში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივად.
ხალხი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა კაცი მეზობელს მხოლოდ იმის გამო გაუსწორდა, რომ თხილის მოგროვებაზე უთხრა უარი. მეზობლებმა ჩხუბის ხმა დილის 6 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს როგორ ესროლა კაცმა სანადირო თოფიდან საბედისწერო ტყვია მეზობელს ყელის არეში.
“ყველას ეძინა, ადამიანი მოვიდა, როგორც ვიცი მოხმარება სჭირდებოდა, ესროლა და წავიდა”.- ამბობს ადგილობრივი.
დანაშაულში მხილებული პირი უკვე დაკავებულია. ის ახლა იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.