არქივი24 აგვისტო, 2024, 13:35
ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში სტიქიის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა და 5 ავტომობილი დააზიანა
ზუგდიდში ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე ადგილზე საუკუნოვანი ხეები წააქცია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში 2 ხე წაიქცა და მახლობლად მდგარი ავტომობილები დააზიანა. დამტვრეულია 5 ავტომობილი. სტიქიის დროს ავტომობილები ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს.
წაქცეულმა ხემ დააზიანა სამედიცინო ცენტრ “კურაციოს” შენობის ფასადი და ფანჯრები.
ადგილობრივების თქმით, ქუჩებში სანიაღვრე არხები დიდი ხანია მოუწესრიგებელი და გაჭედილია და ამის გამო წყალი ეზოებსა და კომერციულ ფართებში შევიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.