ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

23 წლის კურიერს, ნიკოლოზ გიორგაძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ავტომობილი დაეჯახა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"მეგობრებო, ჩემი მეგობრის ოჯახს თქვენი დახმარება სჭირდება.

17 აგვისტოს, 23:00 სთ-ზე თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოძრავ კურიერს დაეჯახა.

მოპედის მძღოლი ნიკოლოზ გიორგაძე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნიკოლოზს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაციები. მრავლობითი ჭრილობების ფონზე განუვითარდა სეფსისი. ყოველდღე ესაჭიროება მეორე დადებითი სისხლის გადასხმა.

პაციენტი იმყოფება ხელოვნურ კომაში. ოჯახს სჭირდება ფინანსური დახმარება, გთხოვთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ 23 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენაში. ასეთ დროს თითოეული ლარიც გადამწყვეტია ოჯახისთვის.

მიმღები: მისი და, ია გიორგაძე

თიბისი ბანკი: #GE06TB7853845064300019

საქართველოს ბანკი: #GE08BG0000000589637282" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.