ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.
კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.
გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების განთავსების საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც