წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, სქურის მონაკვეთზე მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა.

ადგილობრივების თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია – გუბერნია წინასაარჩევნოდ ჯგალს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფელში წყლის გაყვანას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა.

მათივე განცხადებით, წლებია, სოფელს წყალი არ მიეწოდება.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის ან ვიცეგუბერნატორის მისვლას ითხოვენ, თუმცა იქ ჯერ არავინ გამოჩენილა.

მომხდართან დაკავშირებით წალენჯიხის მერიამ გუბერნია საქმის კურსში ჩააყენა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც არჩევნებში კოალიციურმა მთავრობამ გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს