ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე – გიორგი გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას შვილი,,გიორგი გამსახურდია სოცქსელში წერს:
,,მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი.
მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურანალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. ჩვენ გვმართებს თავისთავად რკინისებრი მოთმინება, მაგრამ გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს.
P.S. ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს და ა.შ.
ჩემი აზრია, უნდა დადგეს მსგავსი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, კაცი რომ ოჯახს ვერ აქცევს ყურადღებას, სამინისტროს და უწყებას ვერ მიხედავს.თან, საერთაშორისო არენაზე.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია