ეს არის ჩვენი ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე – გიორგი გამსახურდია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე

გიორგი გამსახურდია ეხმაურება სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, მისთვის წარმოუდგენელია, ვინმემ მოიწონოს ის ქმედება, რომელიც ცესკოში მოხდა.
გამსახურდია ეთანხმება ლევან იოსელიანს და აცხადებს, რომ ეს არის ქართული ე.წ ოპოზიციის ენა და სახე, მათ შავ ლაქას უწოდებს ქართულ პოლიტიკაში და წუხს, რომ მათი ატანა უწევს ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია.
„არ დავიწყებ სიტყვების რახარუხს, ისედაც ძალიან ბევრი ითქვა და მეც მხოლოდ შევუერთდები იმ ჯანსაღ კრიტიკას, რაც გიორგი კალანდარიშვილზე მომხდარ უზნეო ფაქტს მოყვა. ვეთანხმები ლევანს, ზუსტად თქვა ყველა ნორმალური ადამიანის სათქმელი,თავისთავად მისდამი მინიჭებული მანდატიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ღრმა მწუხარების მიუხედავად, ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე. მართლაც შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში! კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ უნდა აგიტანოთ, ესე მუშაობს დემოკრატია,“– წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით