ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციებისას რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა და BBC-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტია, დაკითხვაზე დაიბარეს

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ზვიად მაისაშვილი BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტია.
მაისაშვილის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჟურნალისტი და აქტივისტი თორნიკე რაზმაძე ავრცელებს.
„ზვიოც დაიბარეს გამოკითხვაზე BBC-სთან დაკავშირებულ საქმეზე. შეგახსენებთ, რომ ზვიო მხოლოდ თვეების შემდეგ ცნეს დაზარალებულად და მის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დღემდე არცერთი ჯალათი არ არის იდენტიფიცირებული და მითუმეტეს დასჯილი”, - წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი თორნიკე რაზმაძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.