“ვყვიროდი, რომ არ დაერტყათ, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. გავიდა უკვე ერთი წელი და რიგითი რობოკოპიც კი არ არის დაკითხული” – ზვიად მაისაშვილი

ზვიად მაისაშვილი, რომელიც –ს თანამშობლებმა სასტიკად სცემეს, ტვ პირველთან ამბობს, რომ ამ დრომდე ერთი რიგითი რობოკოპიც კი არ არის დაკავებული.
პირველ რიგში ის მახსოვს, რომ თავიდან დავინახე სპეცრაზმელი, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, გადმოხტა ჩემკენ, დამარტყა და დამაგდო ძირს. მერე უკვე ერთ წამში გარშემო ყველა მხრიდან მირტყამდნენ. თავზე მქონდა ხელები დაფარებული, ვყვიროდი, რომ არ დაერტყათ, მაგრამ მაინც მირტყამდნენ. გავიდა უკვე ერთი წელი, თუმცა არც არავინ ყოფილა დაკითხული. რიგითი რობოკოპიც კი არ არის დაკითხული ამ საქმეზე, რომელმაც შეიძლება იცოდეს, ვინ იყო ის ადამიანი. მხოლოდ ის არის, რომ ჩემი ქურთუკი არის გადატანილი ექსპერტიზაზე უკვე ერთი წელია და ჯერჯერობით ისევ არ არის დადგენილი, არის თუ არა ჩემი სისხლი. რეალურად ამ ადამიანების ცემას ჰქონდა ერთი მიზანი, რომ დაეშინებინათ ადამიანები, რომ აღარ გამოსულიყვნენ აქციაზე, თუმცა ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ხალხს დაანახა რეალური სახე რეჟიმის, უფრო მეტმა დამიანმა გამოიღვიძა”, – ამბობს მაისაშვილი.
ცნობისთვის, 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს, ხოლოს მისი ძმა ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას