ზელენსკი: უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამამად უკრაინას არ გააჩნია ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად.
ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს რუსული ოკუპაციის იურიდიულად აღიარებას.
„იურიდიულად ვერ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე, ეს კონსტიტუციითაა აკრძალული. ფიზიკურად კი, რისთვისაა ეს ხმამაღალი სიტყვები? თუ ფიზიკურად ისინი აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, ეს ასეცაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ არა.
თუ დღეს არ გვაქვს ძალები, რომ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ტერიტორიები, დასავლეთს შეიძლება გამოუჩნდეს ძალები, რათა დასვას პუტინი მოლაპარაკების მაგიდაზე და დიპლომატიურად მოაგვაროს ეს ომი“, — ციტირებს მას „უკრაინსკა პრავდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო