ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს, მაგრამ იცის, რომ უკრაინას ომის გაყინვა არ სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს სწრაფად იმოქმედოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხის გადასაჭრელად, ამავდროულად, მან იცის, რომ უკრაინას დანებება და ომის გაყინვა არ სურს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Le Parisien-ს განუცხადა.

„ტრამპმა იცის ჩემი სურვილი, რომ არსად არ ვიჩქარო უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის. რამდენ პრეზიდენტს თუ პრემიერსაც არ უნდა სურდეს ომის დასრულება, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე, საშიშროება იქნება, ვთქვათ: გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ ტრამპთან პარიზში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას.

მისი თქმით, ტრამპს ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, რადგან ის ჯერ არ იმყოფება თეთრ სახლში. საუბარია დაზვერვის მონაცემებზე, თავდაცვის სამინისტროზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა.შ.

“როდესაც ის იქ იქნება, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ერთ ენაზე, ინფორმაციის ერთნაირი დონით”, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან