ზელენსკი: უკრაინამ რუსეთში კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინულმა შორს მოქმედმა დრონებმა რუსეთში კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარტყმის ქვეშ მოექცა კრასნოდარის მხარეში მდებარე „სლავიანსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ასევე იაროსლავლის ოლქის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი ოპერაციები რუსეთის სამხედრო რესურსებს ამცირებს და ომის წარმოების შესაძლებლობებს ასუსტებს. მისი თქმით, გააგრძელებს საპასუხო დარტყმებს რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების პასუხად.

„ამ ღამით ჩვენმა შორს მოქმედმა დარტყმებმა რუსეთის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა. კრასნოდარის მხარეში მდებარე „სლავიანსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრშია, ხოლო იაროსლავლის ოლქის ქარხანა — ჩვენი საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში. ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციებს, რომლებიც რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს ასუსტებს. ყოველი ასეთი დარტყმა ამცირებს რესურსებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას ემსახურება, და კიდევ ერთი ნაბიჯია მშვიდობისკენ. ჩვენ კვლავაც ვუპასუხებთ რუსეთის ტერორს.“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს