უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიkyivindependent.comუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის შეფასებით, რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შედეგად, მხოლოდ მარტის თვეში რუსეთმა, სულ მცირე, $2.3 მილიარდის ოდენობის შემოსავლები დაკარგა.
“ჩვენი შორი რადიუსის სანქციები მუშაობს. ჩვენი მებრძოლების მადლობელი ვარ მათი სიზუსტის გამო. არსებული გათვლებით, მხოლოდ მარტში ჩვენი შორი რადიუსის შესაძლებლობების გამო ნავთობის შემოსავლების მხრივ რუსეთის დანაკარგებმა მინიმუმ $2.3 მილიარდი შეადგინა. მხოლოდ ერთ თვეში. ამ საქმეს აპრილშიც გავაგრძელებთ.” – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას.
ამას გარდა, ზელენსკის თქმით, დასანანია, რომ აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებზე საშეღავათო პერიოდი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა.
“ამ გადაწყვეტილებას დიპლომატიისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს და ნავთობიდან მიღებული ყველა დოლარი რუსეთს ომის გაგრძელებისკენ აქეზებს.” – დაამატა მან.
FT: შვედეთის ცნობით, ნავთობზე მაღალი ფასების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა სუსტდება