ანდრეი სიბიგა – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხოლოდ დამტკიცება საკმარისი არ არის, ის უნდა გაფართოვდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხოლოდ დამტკიცება აღარ არის საკმარისი – მას მნიშვნელოვნად გაფართოება სჭირდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სიბიგას თქმით, აღნიშნული პაკეტი ორი თვის წინ, 24 თებერვალს უნდა დამტკიცებულიყო, რაც როგორც ცნობილია, არ მოხდა უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც სანაცვლოდ „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენა მოითხოვეს.

„მიგვაჩნია, რომ სანქციების დაწესება საკმარისი არ არის. ის ასევე უნდა გაფართოვდეს. 24 თებერვლიდან საკმარისი დრო გავიდა. გაფართოვდა ჩვენი გაგება და რუსების, მათი ინდუსტრიის, მათი „ჩრდილოვანი ფლოტის“ და საზღვაო სერვისების შეზღუდვის საჭიროება“, – აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტს გაფართოებული სახით მიიღებს და რომ მან ამის შესახებ გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსადმი მიმართვისას ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში

თაზო დათუნაშვილი – ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და კობახიძემ მლიქვნელობის სესია ჩაატარა, 24-ჯერ ახსენა ივანიშვილი – კობახიძე წინამორბედს ციხეში გვერდით უნდა მიუჯდეს