ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი, მერცი, რუტე – კიდევ ვის შეიძლება შეხვდეს ტრამპი ხვალ?

ზელენსკი, მერცი, რუტე – კიდევ ვის შეიძლება შეხვდეს ტრამპი ხვალ?

გერმანული გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორშაბათს, 18 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც მიიპატიჟა.
სავარაუდოდ, მასთან ერთად იქნებიან სხვა ევროპელი ლიდერებიც. Bild-ის ინფორმაციით, ტრამპმა გადაწყვეტილება ზელენსკის შუამდგომლობით მიიღო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვალ ვაშინგტონში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონიც შეიძლება ჩავიდნენ. ეს საკითხი დაზუსტებული არ არის და, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები ამერიკის პრეზიდენტს პასუხს დღეს დაუბრუნებენ.
აქამდე არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ახლა ეს სია გაფართოვდა. ცნობისთვის, უკრაინის ლიდერის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ თავად ზელენსკიმ გააჟღერა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.