– ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის

ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან პოზიციები კიდევ უფრო შევაჯერეთ. პოზიციები ნათელია. მკვლელობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჰაერში. ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა გათავისუფლდეს და რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უნდა დაბრუნდნენ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც აგრესია და ოკუპაცია გრძელდება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგება ან თუ ეცდება, რომ ომის სამართლიანად დასრულებას თავი აარიდოს“.
„სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია. უსაფრთხოება საიმედოდ და ხანგრძლივად გარანტირებული უნდა იყოს, როგორც ევროპის, ისე -ის მონაწილეობით. ყველა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს, ხოლო არცერთი საკითხი, განსაკუთრებით ტერიტორიული საკითხი, უკრაინის გარეშე არ შეიძლება გადაწყდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად