ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა

ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, - ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია", - წერს ზელენსკი.
მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.