ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ბითაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელსა და ექსპერტს შეხვდა

მაია ბითაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელსა და ექსპერტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს ტერიტორიაზე გამწვანების პროექტების მიმდინარეობის შუალედური ინფორმაციის მოსმენის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელსა და ექსპერტს შეხვდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტებში გამწვანების პროექტის სამოქმედო გეგმებსა და ფიტოსანიტარიის წესებზე ისაუბრეს.
მხარეებმა განაცხადეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საპილოტე მუნიციპალიტეტებთან აღნიშნულ საკითხზე კოორდინირებული მუშაობა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა სრულად იყოს მხარდაჭერილი და 2024 წელს საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდეს გამწვანების პროექტები.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.