ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა განიხილეს

ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნებული.
კერძოდ, პარასკევს, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
„განვიხილეთ უკრაინისთვისა და მთელი ევროპისთვის სამშვიდობო გეგმა. ვაფასებს შეერთებული შტატების, პრეზიდენტი ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევებს ამ ომის დასასრულებლად. ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე ვმუშაობთ. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც ნამდვილ, ღირსეულ მშვიდობას უზრუნველყოფს.
მჭიდროდ ვახდენთ კოორდინაციას, რათა პრინციპული პოზიციები იქნას გათვალისწინებული. მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია და შევთანხმდით, რომ შესაბამისი დონის გუნდები ერთად იმუშავებენ,” - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.