ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა „ამაგრებს“ პოზიციებს კურსკის ოლქში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები „ამაგრებენ“თავიანთ პოზიციებს რუსეთის კურსკის ოლქში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ოლექსანდრ სირსკიმ „მომახსენა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენ ჯარების პოზიციების გამაგრების შესახებ და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ“- წერს ზელენსკი Telegram-ის არხზე 17 აგვისტოს.
ზელენსკის ეს განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინა დაადანაშაულა გლუშკოვოს რაიონში მნიშვნელოვანი ხიდის განადგურების მიზნით ამერიკული წარმოების რაკეტების გამოყენებაში, რასაც ემსხვერპლნენ „მოხალისეები,“ რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.
“კურსკის რეგიონს პირველად დაარტყეს დასავლური წარმოების,“ სავარაუდოდ HIMARS-ის ტიპის რაკეტებით, განაცხადა მარია ზახაროვამ Telegram-ით გვიან, 16 აგვისტოს გავრცელებულ ცნობაში. ამ განცხადებაში გამოთქმულის დადასტურება არ ხერხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.