ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკის შეფასებით პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს"

ზელენსკის შეფასებით პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე "უარს ამზადებს"

უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მისი შეფასებით პუტინისგან მოისმინა „ძალიან მოსალოდნელი და მანიპულაციური სიტყვები“.
„ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს" - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
მისი შეფასებით, პუტინი ხშირად იქცევა ასე „არ ამბობს „არა“-ს“ პირდაპირ, მაგრამ ისე იქცევა რომ პროცესი გაიწელოს რაც, ნორმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლევა.
„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს გაართულებს, ამას აკეთებს რუსეთი... მათ სჭირდებათ ომი, პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და დღითი დღე აგრძელებს ამ ომს, ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო, სანქციების დაწესება, რომელიც დაგვეხმარება“, - ამბობს ზელენსკი და ამატებს, რომ გააგრძელებს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას, ასევე მათთან ვისაც მშვიდობა სურს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა,რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები.
პუტინის პასუხის შეფასებისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორმა , განაცხადა, რომ პუტინმა "მრავლისმთქმელი განცხადება გააკეთა, თუმცა ის არ ყოფილა სრული". ტრამპმა თქვა, რომ მზაა ესაუბროს პუტინს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.