ზელენსკის თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე დიდი დანაკარგები აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ფრონტის ხაზზე დიდ ზიანს განიცდიან. მისი თქმით, მოარული აზრი, რომ თითქოს, მოსკოვი იგებს თითქმის ორწლიან ომს, მხოლოდ „შეგრძნებაა“ და ის არ არის დაფუძნებული რეალურ მოცემულობაზე.
„ათასობით, ათასობით მოკლული რუსი ჯარისკაცი, რომლებიც, არც კი გადაასვენეს უკან“, უთხრა გამოცემა “ეკონომისტს” ზელენსკიმ ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ქვეყნის პრეზიდენტი ალყაში მოქცეული აღმოსავლეთის ქალაქ ავდიივკის გარშემო ბრძოლას გულისხმობდა. ზელენსკიმ ავდიივკისთვის მებრძოლი ჯარისკაცები გასულ კვირას მოინახულა.
პრეზიდენტს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება თავისი ნათქვამის გასამყარებლად, მაგრამ დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ მართლაც ძვირ საფასურს იხდის ადამიანებისა და აღჭურვილობის დაკარგვით. ამ დანაკარგის ფონზე კი მას აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში შედარებით მცირე წინსვლა აქვს.
ზელენსკის განცხადებაზე რუსეთის მთავრობიდან კომენტარი ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. მანამდე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დასავლეთის შეფასებები რუსი ჯარისკაცების დაღუპულთა რიცხვის შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ფრონტის ხაზზე უმჯობესდება და რომ ის მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს, “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”. მიზნებს შორისაა უკრაინის “დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და მისი ნეიტრალური სტატუსის მიღწევა”.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა