ზელენსკის თქმით, მაისამდე შეაკეთებენ მილსადენ “დრუჟბას”, რომელიც უნგრეთს ნავთობს აწვდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული რაკეტის მიერ დაზიანებული ნავთობსადენი დრუჟბა აპრილის ბოლომდე გარემონტდება და კვლავ შეძლებს ფუნქციონირებას. ეს მილსადენი უნგრეთს რუსულ ნავთობს აწვდის.
“როგორც პირობა დავდეთ, აპრილის ბოლომდე ის გარემონტდება, არასრულად, თუმცა საკმარისად, რომ იმუშაოს.” – თქვა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართული პრესკონფერენციის დროს.
ზელენსკის თქმით, რეზერვუარებს ერთდროულად ვერ შეაკეთებენ, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია.
20 მარტს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ დრუჟბის შეკეთებაზე პასუხისმგებლობის აღებას. პირობას დებდა, რომ ენერგოობიექტს ექვს კვირაში გაარემონტებდნენ. აქამდე ბრიუსელმა კიევს შესთავაზა, რომ რუსული რაკეტით დაზიანებული ნავთობსადენის შეკეთებაში ფინანსურად დაეხმარებოდნენ, რაზეც თანხმობა მიიღეს.
უნგრეთის ყოფილი პრემიერი, ამბობდა, რომ უნგრეთი ევროკავშირში მხარს არ დაუჭერდა უკრაინისთვის არც ერთ სასარგებლო გადაწყვეტილებას, სანამ ნავთობსადენი რუსული ნავთობის მიწოდებას არ განაახლებდა.