ზელენსკის განცხადებით, დავოსში, ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა რა რაოდენობაზე შეთანხმდნენ მხარეები.
გუშინ, საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე PAC-3-ის ტიპის რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. არ ვიტყვი რამდენი, თუმცა, ვიცი, ამ რაკეტების გამოყენებით რამდენჯერ გაუძლებს უკრაინა ბალისტიკურ დარტყმებს," - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტზე. მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტები - ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.