არქივი15 თებერვალი, 2024, 19:06
ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ.
უკრაინული „პრავდას“ ცნობით, დოკუმენტი არეგულირებს კანაფის მიმოქცევას სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. კანონი, მათ შორის, მიზნად ისახავს პირობების შექმნას კიბოს და ომის შედეგად გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად.
კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.