ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადას აღნიშნული კანონები პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს, 12 თებერვალს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, უმაღლესი რადის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით, 13 მაისამდე გახანგრძლივდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.