პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკიმ რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა

ზელენსკიმ რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა, რომლის მიზანიც აგრესორი ქვეყნის ომის დასრულებისკენ იძულებაა.

"დავამტკიცე სამსახურის 40-დღიანი ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს აგრესორ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენას ომის დასრულების სტიმულირების მიზნით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინული პოზიციების დაცვის უმაღლეს მაჩვენებლებს აჩვენებს.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ ლიდერობს ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განადგურების თვალსაზრისით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აქამდე არაერთი ხმაურიანი სპეცოპერაცია განახორციელა, მათ შორის ოპერაცია "აბლაბუდა", რომლის დროსაც რუსულ სამხედრო აეროდრომებზე სტრატეგიული ბომბდამშენები განადგურდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.