ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზახაროვა უკმაყოფილოა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების არხის ჟურნალისტს აქციაზე ხელი ჰკრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა უკმაყოფილოა, რომ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ არხი ზვეზდას კორესპონდენტს, კატერინა რადომსკაიას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ხელი ჰკრა.
"ახალთახალი მაგალითი იმის, სადამდე შეიძლება დაგიყვანოს ყბადაღებულმა "ლიბერალურმა ღირებულებებმა": სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვა ჟურნალისტების ცემაში, შეურაცხყოფასა და აგრესიულ დაშინებაში გადადის. მაინტერესებს, უცენზურო უაზრობების მყვირალებმა თუ იციან, დასავლელმა სპონსორებმა რატომ დააგდეს ისინი ბარიკადებზე და უბრალოდ მიატოვეს." – წერს ზახაროვა.
სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხ ზვეზდას, რომელიც 2004 წელს დაარსდა, მართავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლობას დღეს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.