ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორელი: მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
"მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს პარტნიორობა ქვეყნის გამძლეობას გააძლიერებს. საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად გავუმკლავდეთ უსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ჩართულობა და გამოვიკვლიოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები". - წერს ბორელი X-ზე.
Moldova is the first country to sign a Security & Defence Partnership with the EU.

This partnership will enhance the country's resilience.

It will allow to jointly address common security challenges, make our engagement more effective and explore new areas of cooperation. pic.twitter.com/LXFurbs6oa— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 21, 2024
მანამდე, ბორელი მოლდოვის პრემიერს, დორინ რეჩანს შეხვდა და რეფორმების მხრივ ქვეყნის პროგრესი შეაქო.
"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ტრანსფორმაციულია და მთლიან საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან და მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში". - დაწერა ბორელმა X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.