ზახაროვა იაპონიას უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ აფრთხილებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, იაპონიის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობისთვის.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ იაპონიამ შესაძლოა აშშ-ს ნება დართოს, იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტები პარტნიორ სახელმწიფოებს გადასცეს.
"იაპონიის მხარე დაკარგავს კონტროლს იარაღზე და აშშ-ს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაცდილი სქემით, Patriot-ის რაკეტები უკრაინაში აღმოჩნდეს". – ამბობს ზახაროვა.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ მოვლენების ასე განვითარება აღქმული იქნება როგორც რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედება და ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში იაპონიისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.