აშშ-მა და მოკავშირეებმა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები გაააქტიურეს

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელიც ამჟამად დასავლეთის ქვეყნებშია გაყინული, უკრაინას სამხედრო დახმარებაზე მიმართონ, – ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების, დიპლომატებისა და იურისტების დონეზე ბოლო კვირების განმავლობაში გააქტიურდა და თეთრი სახლი დაჟინებით მოითხოვს, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, კანადასთან, იაპონიასთან ერთად, 2024 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავამდე, შემუშავდეს სტრატეგია იმისთვის, რომ რუსული აქტივები, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიყინა, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა