არქივი24 იანვარი, 2024, 14:39
“ზამთარში გამოსახლება არის კატასტროფა… ჩემ დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა” – მამუკა ხაზარაძე
პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა და მისი “თიბისი ბანკში” ყოფნის დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.
„ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.