ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზალუჟნისთვის განკუთვნილ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთვის სამომავლოდ განკუთვნილ კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. უწყებაში დაამატეს, რომ აპარატურა ზალუჟნის აპარატის თანამშრომელთა სამომავლო კაბინეტებშიც იყო.
„უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, რომ აპარატურა 17 დეკემბერს, ფართის გეგმური შემოწმებისას ნახეს. ისინი დამონტაჟებული იყო იმ კაბინეტებში, რომლებშიც ზალუჟნი და მის აპარატის წევრები უნდა გადასულიყვნენ სამუშაოდ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწყობილობები „არ იყო მუშა მდგომარეობაში“ და დამონტაჟებული იყო ზალუჟნის „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილას“.
ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ინფორმაციის მისაღები სპეცსაშუალებების უკანონო შეძენის, გასაღების და გამოყენების მუხლით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.