პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნისა და მისი ზოგიერთი თანამშრომლის ოფისებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ Українська правда წყაროებზე დაყრდნობით წერს.
УП-ს წყაროებმა დაადასტურეს, რომ მოწყობილობა ზალუჟნის ოფისში კვირას, შემოწმების დროს იპოვეს.
ეს უნდა ყოფილიყო მთავარსარდლის ახალი ოფისი, რომელსაც მის გადასვლამდე ამოწმებდნენ.
გარდა ამისა, მოსასმენი მოწყობილობები მის თანამშრომლებთანაც აღმოაჩინეს.
მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც უმოქმედო იყო, ზალუჟნის ერთ-ერთ პოტენციურ სამუშაო სივრცეში აღმოაჩინეს და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.