ზაზა დავითაია: თქვე არასწორებო, გამოაჩინეთ ხომ, ნამდვილი სახე? თქვენ “პილონკებში” დარბოდით, როცა “ასავალ-დასავალმა” შევარდნაძის ავტოკრატული რეჟიმი მოინელა!

ჟურნალისტი, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია:
თქვე არასწორებო, გამოაჩინეთ ხომ, ნამდვილი სახე?
აი თქვენ, ვინც სააკიანის ლექსიკით იხსენიებთ “ასავალ-დასავალს;”
ვინც “ასავალ-დასავალს “ტუალეტის მაკულატურის გაზეთი” უწოდეთ – ყველანი ნაცები, კოაბიტანტები, ხორცმეტები, თავისუფალი საზოგადოების მტრები ხართ!
თქვენ “პილონკებში” დარბოდით, როცა “ასავალ-დასავალმა” შევარდნაძის ავტოკრატული რეჟიმი მოინელა!
არაფერს წარმოადგენდით, როცა “ასავალ-დასავალის” მხილებამ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი სანაგვეზე მოისროლა! მაშინაც პირადი კარიერისთვის იღწვოდით და არა სამშობლოს რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!
ახლა თქვენი ბინძური პირადი ინტერესების ჯერი დადგა და
ურცხვად, ბიძინა ივანიშვილის სახელს ეფარებით, როცა “ასავალ-დასავალს” აგინებთ?
გეკითხათ მაინც, ბატონი ბიძინასთვის, აზრი, როცა ამ სახალხო გაზეთის ჩაქოლვა გადაწყვიტეთ!
– არ მგონია, ნება დაერთო!
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები თავისუფლების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკით ვებრძოდით რეჟიმებს და ვიმარჯვებდით კიდეც!
მაშინაც ცალსახად ხალხის გვერდით დავდექით, როცა ბინძური კოაბიტაცია თავს მოახვიეთ ერს და დღემდე სახელმწიფოებრივი კი არა, კლანური ინტერესების კუთხიდან მოქმედებთ! არადა, ბიძინა ივანიშვილის გარეშე არარაოები ხართ! ამიტომაც ეფარებით მის სახელს!
უცხოტომელებზე ქართულ მიწებს ასხვისებთ! საქართველო არაბების, თურქების, ინდოელების და ათასი გადამთიელის სამკვიდროდ გადაგვიქციეთ – რაც საუკუნეების განმავლობაში მტერმა იარაღით ვერ შეძლო – თქვენ აკეთებთ იმას!
ჯერ იმ კითხვაზე არ გიპასუხიათ ერისთვის – წმიდა დავით გარეჯელის სამონასტრო კომპლექსიც ხომ არ შემოგეყიდათ? ვინმეს ხომ არ დაუთმეთ და გაუფორმეთ, რაღაც-რაღაცების სანაცვლოდ?!
ნაცების გზას დადგომიხართ!
წესიერი ხალხის ჯაშუშობის გაყალბებული ბრალდებით დაპატიმრება იწყეთ – ამასაც მოგვასწარით!
ჰა, გემწუთხათ სიმართლე?
ჯერ გარეჯის თემაზე პასუხი არ გაგიციათ ხალხისთვის!
“ასავალ-დასავალის” ჩაქოლვის ხარჯზე მოინდომეთ პირადი პოზიციების გამყარება?
გავნო-თ,
აშკარად გავნოთ,
ხელისუფლებაში ყოფნამ!
“ასავალ-დასავალთან” დაპირისპირებით, თქვენ ქართველ ეროვნულ საზოგადოებასთან შეხვედით დაპირისპირებაში და გადაყვებით კიდეც ამ დაპირისპირებას!
მაინც, რას გვიპირებთ? – თავის მოკვლას (გეხერხებათ რა ხანია) გვაიძულებთ?
დაგვიჭერთ?
პირმოთენე, დაფინანსებულ გამპრავებლებს მოგვიქსევთ?
– გაგვიძლია რეპრესიებისთვის და კვლავაც გავუძლებთ, მაგრამ ხალხის აზრთან დაპირისპირებას – თქვენ გადაყვებით!
ბატონ ბიძინას გინდათ აკიდოთ, “თავისუფალ აზრთან” ბრძოლის ტვირთი? ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში წინ დაიყენოთ?
თქვენ ბიძინა ივანიშვილის მტრებიც ხართ, მას საკუთარი პირადი ინტერესები ანაცვალეთ!
ომი გამოგვიცხადეთ? გგონიათ, იოლად დაგვჩაგრავთ? 🙂
– ვიღებთ გამოწვევას!
ჰოდა, აწი დაითვალეთ ანგარიში!

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან