ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზაზა ბიბილაშვილი: 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა "ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე" ვიქნებოდით

ზაზა ბიბილაშვილი: 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა "ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე" ვიქნებოდით
 „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი:
როდესაც ვსაუბრობთ 9 მაისზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ:
- ის ომი საქართველოს ომი არ ყოფილა.
- საქართველოს თავისი ნებით არ აურჩევია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა (ოკუპირებული ვიყავით).
- მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის "სამამულო" ომი არ ყოფილა. სამამულო იყო 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც 5 კვირა გაგრძელდა.
- ოკუპანტმა რუსეთმა თავის ომში საზარბაზნე ხორცად 700 ათასამდე ქართველი გაიწვია (როგორც ახლა იწვევს ჩეჩნებს და ბაშკირებს).
- საქართველომ რუსეთისთვის ომში დაკარგა 300 ათასამდე ადამიანი. იმაზე განუზომლად მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ომში თავისი ისტორიის მანძილზე.
- საქართველოს არასდროს ჰყოლია 700-ათასიანი არმია, რომელიც საქართველოსთვის იბრძოლებდა.
- 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა "ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე" ვიქნებოდით.
- 300 ათასი ადამიანი შევწირეთ მტერს, რომელმაც დაგვიხოცა ერის ინტელექტუალური და სამხედრო ელიტა, პლუს მიიტაცა ან გააჩუქა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის მესამედი(!).
ხოდა, 9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.