არქივი15 აგვისტო, 2026, 00:50
ზაზა ბიბილაშვილი: მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს სამი კითხვით

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ზუსტად 34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში 13-თვიანი ომის პირველი ტყვია გავარდა. ამასთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს სამი კითხვით:
პირველი - ვინ დაიწყო აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს 1992-1993 წლების ომი, რომლის დროსაც დაიგეგმა და განხორციელდა ქართველების ორი გენოციდი და მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია (გარდა კოდორის ხეობისა)?
მეორე - ბოდიში 1992-1993 წლების ომისთვისაც გვაქვს მოსახდელი თუ მხოლოდ 2008 წლისთის? (სავარაუდოდ მაგ ომისთვისაც, რადგან 2008 წელს აფხაზეთში ტყვია საერთოდ არ გავარდნილა, მაგრამ მაინც ვაზუსტებ.)
დაბოლოს - შეგვახსენეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა 2012 წლის შემდეგ, რომლის მიზანიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა ან ამ რეგიონებან დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება იქნებოდა.
გმადლობთ პატრიოტიზმისთვის!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.