დეა მეტრეველი: მინდა მივმართო “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას…

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
მინდა მივმართო “ქართული ოცნების” ძველ გვარდიას…”
2018 წლის ნოემბერში პოლიტიკიდან “წასულმა” ბიძინა ივანიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა მისი გუნდის ძველ, “ერთგულ” და განაწყენებულ წევრებს და კონსოლიდირებისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პირობას გაძლევთ ჩვენს ოჯახში ყველა იპოვით ადგილსო.
ხოდა, დღეს უკვე “ძველი გვარდიის” ლიდერები ციხეში სხედან, ნაწილი ისევ ჩახსნილია “ოჯახის” საქმეებიდან.
ხოდა ამ ფონზე, რა განწყობებია “ძველ გვარდიაში” ჩვენზე უკეთ “ახალმა გვარდიელებმა” იციან. ფაქტია ოჯახში არ არის მშვიდობა…
და, ამ “სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის ყურებაში, რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგვეპაროს ისევ… ისეთ ფაზაში შევიდა პოლიტიკური პროცესი აღარ იცი საიდან რა საფრთხეს და “ტრიუკს” ელოდო.
ამიტომ, მთავარზე ვკონცენტრირდეთ ისევ – დაუნდობელი და უსამართლო სისტემის მსხვერპლი გახდება ყველა, ყველაზე ერთგულებიდან დაწყებული, უკომპრომისო წინააღმდეგობაში მყოფებით და ე.წ. ნეიტრალურებით დამთავრებული…
ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი კონსოლიდირება და აქტიურობა სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის, ჩატარებისთვის და ხელისუფლების ცვლილებისთვის.
ნუ გვეშინია პროტესტის, უკმაყოფილების გამოხატვის!
ნუ გვეშინია უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენი ხმამაღალი პოზიციის გაჟღერების! ნუ გვეშინია წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერის!
ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ეს ქვეყანა!

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო