„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. ამანაც შემთხვევით მისული უცხოსთვის მიატოვა ის საქმე (“სამუშაოები”), რისთვისაც თითქოს იქ იმყოფებოდა, ჩამოუჯდა და ისე ელაპარაკა, კაი მეგობარს და თანამოაზრეს რომ დაელაპარაკები.
ხოდა, შემთხვევით გადაკვეთისა იმას რომ არაფერი ეტყობოდა, ეგ იქით იყოს (ისე ტფილად და აუჩქარებლად ემუსაიფებოდა, “სამუშაოებზე ვიყავი და ყავის საყიდლად შევირბინე” ვერსია უნდა გამოირიცხოს). ამოცანა გვეკითხება – “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს? ჩამოუჯდებოდა ასე? ელაპარაკებოდა მსგავსი კეთილგანწყობით?
ამაშია საქმე.




