ზაალ ანჯაფარიძე: ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას”, ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა ფასადია და მეტი არაფერი

ზაალ ანჯაფარიძე: ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას”, ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა ფასადია და მეტი არაფერი
ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას?” როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა „четверка“-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის შეფასებით, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის
„ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას?” როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა „четверка“-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა. ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს,” რომელსაც ახლა ქმნიან, თუნდაც მათი გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე. ანუ, როცა სჭირდებათ სალომე კარგია, როცა რამე მისებურს დაახეთქებს, მაშინ ცუდი. ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის. ხოლო რაც სინამდვილეში სცხიათ, დისტანციიდანაც კი იგრძნობა იმის მყრალი სუნი“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს