ზაალ ანჯაფარიძე: ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში -ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მათი ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა

ზაალ ანჯაფარიძე: ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში -ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მათი ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა
ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბიღმით ისეა დაბრმავებული, რომ 20 იანვრამდე შესაძლოა, ბევრ რამეზე წავიდეს.
“ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება (მაგნიცკის სიაში მისი შეყვანა ჯერ ვერ გაბედეს), არის მათი ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა.
როგორც ამ დილას დავწერე, ვიდრე სანქციების ამბავი გაცხადდებოდა, ეს ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული (საამისოდ მიზეზები აქვთ – ომში ვერ ჩაგვრთეს), რომ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრ რამეზე წავიდნენ, თუ ნახეს, რომ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს საწადელს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ