ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ღრმად ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.
ბაიბა ბრაჟე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
„გასულ წელს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოს შანსი მისცა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და ამას მკაფიოდ უჭერდა მხარს მისი ხალხი. სევდიანი დღე“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.