ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“ – პრემიერი

„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“ – პრემიერი
„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი.
„მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ახალი სტადიონი მოგვცემს უმაღლესი რანგის თამაშების მასპინძლობის საშუალებას, მათ შორის, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.