ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ამ პოლიტიკურ ველზე სახელისუფლებო ძალას ეს შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია – ბექა დავითულიანი

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის საკითხი დადგა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ წინაშე არსებობს. ჩვენ ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ამ პოლიტიკურ ველზე სახელისუფლებო ძალას ეს შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება არის იმისთვის, რომ ამ არეულ მსოფლიოში შევძლოთ უფრო ეფექტურად მანევრირება რომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს გარკვეული საფრთხეები ავაცილოთ. ამიტომ გვჭირდება მყარი უმრავლესობა და საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა შიდა თუ გარე მტრებისგან“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო