რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
„რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან.”– განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა შეფასება.
“ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი სეგმენტები ცდილობენ რაღაც კონფიგურაციით დალაგდნენ, რაღაც შედეგამდე მივიდნენ. საერთო ამომრჩევლის გაყოფაზეა საუბარი. რაც არ უნდა კონფიგურაციები შეიცვალონ, მათი პოლიტიკური წარსული არ ქრება, არც პოლიტიკური დანაშაულებზე მოუხდიათ ბოდიში, არც პოლიტიკური ქცევა შეცვლილა. რაიმე განსაკუთრებული სიახლე, ალტერნატივა არ ჩნდება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო