ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის” – ღარიბაშვილი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საზეიმო ბრიფინგზე, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა, განაცხადა,
“მე მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს. და, დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.