ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება “ქართული ოცნების” წარმატებული მმართველობის დაგვირგვინებაა”. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მან, მოქალაქეებთან ერთად, სტატუსის მიღება განსაკუთრებულად მიულოცა საკუთარ თანაპარტიელებს, საჯარო მოხელეებს და “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
“მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას – მმართველ გუნდს. თითოეულ წევრს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მე მინდა მივულოცო ყველას. მე მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამა მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე, შეიძლება ითქვას, არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა.
მე წილად მხვდა პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის, პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვუზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. შარშან უკვე, მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად, ჩვენი ქვეყნის სახელით, შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსოექტივა, რითაც დამტკიცდა რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე, 14 დეკემბერი ჩაიწერება, როგორც იტოროული თარიღი. საქართველო დღეწიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე, რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო. ეს გამარჯვება არის ჩვენი ბრძოლის, ჩვენი შრომის შედეგი და მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგყრი დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას”, “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დელ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლს მიშელს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვაჰრეისა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ ხვალ, 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
14 დეკემბერს, ევრპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა სა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ