ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა

უნგრეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იღებს უკრაინელი კოლეგის მიწვევას და თანახმაა, მას შეხვდეს, – ამის შესახებ Sky News-ი წერს.
ორბანის თქმით, ზელენსკიმ შეხვედრა მიმდინარე თვის დასაწყისში შესთავაზა.
“მე მას ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი, უბრალოდ, ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: “რასთან დაკავშირებით?”, – ამბობს ორბანი.
თუ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მართლაც შედგება, ეს, ომის დაწყების შემდეგ, მათი პირველი ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა იქნება.
ოფიციალური ბუდაპეშტი პოზიციას არ იცვლის – უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. უკრაინის პრეზიდენტმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის ორგანიზება სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან