“ვტოვებ ჩემს ლელოს, პარტიას რომლის დამფუძნებელი წევრიც ვარ” – თამუნა გიორგაძე

ლელოს უკვე ყოფილი დამფუძნებელი წევრი, თამუნა გიორგაძე:
ძალიან ვწუხვარ. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ წუხილის გადმოსაცემად.
ვტოვებ ჩემს ლელოს, პარტიას რომლის დამფუძნებელი წევრიც ვარ იმ ადამიანებთან ერთად , ვისთანაც 2006 წლიდან რესპუბლიკურ პარტიაში ვიყავი და ჩემი ცხოვრების 19 წელი განუყოფელ ნაწილად ვთვლი.
გარდა ზემოთ თქმულისა
ლელო ერთადერთი პარტიაა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ და სენსიტიური თემას მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ყველგან და ყოველთვის აქტიურად ლობირებდა. ყველა საარჩევნო პროგრამასა და პროექტში ითვალისწინებდა მიუსაფრების თემას და საქართველოს არაერთ რეგიონში მცხოვრებ ცხოველთამოყვარულს ეხმარებოდა მიუსაფარი ცუგების საკვებით.
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ოჯახიდან მივდიოდე, მაგრამ
ვერ ვიქნები იმ პარტიის წევრი, რომელიც სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და უწყვეტი პროტესტის დიდი ოჯახის პოზიციას უგულებელყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…